Skip to main content

კურსის შესახებ

მოდული 1: პროექტებით სწავლება
თემა: პროექტებზე დაფუძნებული სწავლება და პროექტის მონახაზი
ძირითადი აქტივობები:
  • პორტფოლიოს კომპონენტების გაცნობა
  • სტატიის მომზადება პროექტებით სწავლების თემაზე და მისი გამოცემა
  • თქვენი პროექტის შესაბამისი 21-საუკუნის უნარ-ჩვევების შერჩევა
  • საპროექტო იდეების გენერირება
  • რეფლექსია თქვენს ბლოგზე
მოდული 2: ჩემი პროექტის დაგეგმვა
თემა: მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები და მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასება
ძირითადი აქტივობები:
  • სტანდარტების შემუშავება თქვენი პროექტისთვის
  • სასწავლო ამოცანების ჩამოყალიბება
  • მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ფორმულირება
  • შეფასების ეფექტური სტრატეგიების მოკვლევა
  • დროში გაწერილი შეფასების გეგმის მონახაზის შექმნა
  • შეფასების ფორმის შედგენა მოსწავლეთა საჭიროებების გამოვლენისთვის
  • პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაციის შექმნა
  • რეფლექსია თქვენს ბლოგზე
მოდული 3: კავშირები
თემა: ინტერნეტის გამოყენება სწავლა-სწავლების პროცესში
ძირითადი აქტივობები:
  • უკუკავშირის მიღება პროექტის პორტფოლიოზე და მოსწავლეთა უკვე გამოვლენილი საჭიროებების შეფასება
  • იდეების გაზიარება, პროექტზე დაფუძნებული სწავლებით სტანდარტის შედეგების მიღწევაზე
  • საავტორო უფლებების კანონმდებლობის გაცნობა და მისი გამოყენება
  • ციტირებული წყაროების შემცველი დოკუმენტის შექმნა
  • ინტერნეტრესურსების გამოყენების დანერგვა კვლევის, კომუნიკაციის, თანამშრომლობის, პრობლემების გადაჭრისა და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარების მხარდასაჭერად.
  • ონლაინთანამშრომლობითი ვებსაიტების გამოყენება პროექტის იდეების გაზიარებისთვის
  • რეფლექსია თქვენს ბლოგზე
მოდული 4: სასწავლო ნიმუშების შედგენა
თემა: პროექტის შედეგები მოსწავლის თვალთახედვით
ძირითადი აქტივობები:
  • სტრატეგიების შერჩევა პროექტებზე დაფუძნებულ და მოსწავლეზე ორიენტირებულ საკლასო გარემოსთან მოსწავლეების ადაპტირების ხელშესაწყობად
  • მოსწავლეთა მიერ შექმნილი გამოცემის, პრეზენტაციის, მინიენციკლოპედიის ან ბლოგის ნიმუშის შექმნა სწავლის შედეგების დემონსტრირების მიზნით
  • სწავლების პროცედურების მონახაზის შედგენა
  • მოსწავლეთა ნამუშევრების თვითშეფასება
  • რეფლექსია თქვენს ბლოგზე
მოდული 5: მოსწავლეთა პროექტების შეფასება
თემა: განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასება
ძირითადი აქტივობები:
  • უკუკავშირის მიღება მოსწავლის ნიმუშზე
  • შეფასების პროცესში მოსწავლეების ჩართვასთან დაკავშირებული პოტენციური სირთულეებისა და მათი დაძლევის გზების მოძიება
  • თქვენ მიერ გამოყენებული შეფასების ფორმების ანალიზი და შეფასება/თვითშეფასება
  • შემაჯამებელი შეფასების პირველადი ვარიანტის შედგენა
  • თქვენი მოსწავლეებისთვის შესაბამისი შეფასების ფორმების შედგენა
  • შეფასების ფორმების შედგენის შემდეგ, მოსწავლეთათვის შექმნილი პროექტის ნიმუშის გადახედვა და შესაბამისი ცვლილებების შეტანა
  • პროექტის გეგმის განახლება
  • რეფლექსია თქვენს ბლოგზე
მოდული 6: დაგეგმვა მოსწავლეთა წარმატებისთვის
თემა: მოსწავლეთა ხელშეწყობა და ორიენტირება დამოუკიდებელ მუშაობაზე
ძირითადი აქტივობები:
  • დიფერენცირებული სწავლების სტრატეგიების განხილვა
  • მოსწავლეთა დამოუკიდებელი მუშაობის ხელშემწყობი შეფასების ფორმების შექმნა
  • მოსწავლეთათვის დამატებითი დამხმარე მასალების შექმნა
  • პროექტის გეგმის შეცვლა სხვადასხვა სტილის/დონის მოსწავლეთა საჭიროებების გათვალისწინებით
  • რეფლექსია თქვენს ბლოგზე
  • თვითშეფასება, თუ რამდენად წარმატებით შექმენით მოსწავლეზე ორიენტირებული საკლასო გარემო
მოდული 7: ფასილიტაცია ტექნოლოგიების გამოყენებით
თემა: მასწავლებელი, როგორც ფასილიტატორი
ძირითადი აქტივობები:
  • კითხვის დასმის სტრატეგიები მაღალი დონის სააზროვნო უნარების ხელშესაწყობად
  • დამხმარე მასალების შექმნა
  • პროექტის გეგმის განახლება
  • განხორციელების სტრატეგიების განხილვა
  • დოკუმენტების შექმნა მენეჯმენტისთვის
  • საგაკვეთილო გეგმის შეფასება და განახლება შეფასების შედეგების მიხედვით
  • რეფლექსია თქვენს ბლოგზე
მოდული 8: პროექტის პორტფოლიოს ჩვენება
თემა: შესწავლილის გაზიარება

კურსის ძარმატების გავლის შემთხვევაში გაიცემა სერთიფიკატი

კურსის ხანგრძლივობაა 36 საათი, 

ტრენინგ-დღეების რაოდენობა 9 დღე
მეცადინეობის სანგრძლოვობა 4 საათი
მხოლოდ შაბათი-კვირა

აუცილებელი პირობები სერთიფიკატის მისაღებად:
  • მინიმუმ 7 ტრენინგ-დღეზე დასწრება (მე-9 დღეს დასწრება სავალდებულოა) 
  • თითოეული მოდულის შემდეგ დავალებების წარმოდგენა ელ-ფორმატში 
  • კურსის ბოლოს გამოაქვყნებული ელ-პორთფოლიო 
  • სასწავლო პროექტის პრეზენტაცია 

Comments

Popular posts from this blog

ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთ-ერთი სტრატეგიული ამოცანა, სწავლა-სწავლების შედეგების გასაუმჯობესებლად, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ეფექტიანი დანერგვის უზრუნველყოფაა. ამისათვის აუცილებელი პირობაა მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციის შესაბამისი ისტ უნარებით აღჭურვა, რათა მათ თავის მხრივ უზრუნველყონ სკოლაში ციფრული კულტურის დამკვიდრება და მოსწავლეებში 21-ე საუკუნის შესაბამისი კომპეტენციების განვითარება. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი 2009 წლიდან ახორციელებს მასწავლებელთა ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტრენინგებს. ამ ტრენინგების მიზანი მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ინტეგრირებით სასწავლო გარემოს გაუმჯობესებაა. მიზნის მისაღწევად 2009-2016 წლებში განხორციელდა სხვადასხვა ისტ ტრენინგკურსი საჯარო სკოლის მასწავლებლებისთვის, ბიბლიოთეკარებისთვის. 2016 წლის ბოლოსთვის საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში მასწავლებელთა და ბიბლიოთეკართა გარკვეული რაოდენობაა მომზადე...
მოდული 1: პროექტებით სწავლება თემა : პროექტებზე დაფუძნებული სწავლება და პროექტის მონახაზი ძირითადი აქტივობები: პორტფოლიოს კომპონენტების გაცნობა სტატიის მომზადება პროექტებით სწავლების თემაზე და მისი გამოცემა თქვენი პროექტის შესაბამისი 21-საუკუნის უნარ-ჩვევების შერჩევა საპროექტო იდეების გენერირება რეფლექსია თქვენს ბლოგზე მოდული 2: ჩემი პროექტის დაგეგმვა თემა:  მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები და მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასება ძირითადი აქტივობები: სტანდარტების შემუშავება თქვენი პროექტისთვის სასწავლო ამოცანების ჩამოყალიბება მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ფორმულირება შეფასების ეფექტური სტრატეგიების მოკვლევა დროში გაწერილი შეფასების გეგმის მონახაზის შექმნა შეფასების ფორმის შედგენა მოსწავლეთა საჭიროებების გამოვლენისთვის პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაციის შექმნა რეფლექსია თქვენს ბლოგზე მოდული 3: კავშირები თემა:  ინტერნეტის გამოყენება სწავლა-სწავლების პროცესში ძირითადი აქტივობები: უკუკავშირის მიღება პროექტის პორტფოლიოზე და მოსწავლეთა ...